06:46 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-12 17:59:34, 2861 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი“ მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „პურის ფესტივალი’’ მეორედ ტარდება. ფესტივალი დღეს გაიხსნა და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.

„პურის ფესტივალი“ გაიხსნა თეატრალიზებული წარმოდგენით, სადაც გაცოცხლებული იყო  პურის ცხობის ძველი ტრადიციები. 

დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.

ღონისძიებაზე გამოფენილია ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

ასევე, „პურის ფესტივალზე’’ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის პური და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში. ფესტივალს მუსიკალურად აფორმებს ბენდი.

„პურის ფესტივალი’’ ორდღიანია და ხვალ, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ჩატარდება.

 

 

 

(NS)
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics