06:47 - 26 Jul, 2026
|
2019-10-12 16:34:04, 3068 ნახვა
საზოგადოება
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს
14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს. პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 წთ-ზე. მეორე მატარებელი 22 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23:20 წთ-ზე. მატარებლები გაჩერდება დიდუბის ბაქანზეც. საქართველოს რკინიგზა გილოცავთ სვეტიცხოვლობას და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)