2019-10-11 17:57:33, 3759 ნახვა
კომენტარი
ქებურია: დადიანების მუზეუმში დასაქმებულებმა არაერთხელ მიიღეს დაპირება ხელფასების მომატებაზე, თუმცა დაპირება დაპირებად რჩება
„ქართული ოცნება“ არაერთხელ დაპირდა დადიანების მუზეუმში დასაქმებულ თანამშრომლებს, რომ წინასაარჩევნოდ ხელფასებს მოუმატებდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა" - ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ განაცხადა.
მისი თქმით, განათლების მინისტრმა დადიანების მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასებს უნდა გადახედოს და არსებული საკითხით დროულად დაინტერესდეს.
"ზუგდიდის მაგალითი არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ იტყუება წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება". მუზეუმის თანამშრომლებთან არაერთხელ იყო შეხვედრა, მათ ქართული ოცნების დეპუტატები შეხვდნენ. არაერთხელ მიიღეს დაპირება ხელფასების მომატებაზე, თუმცა როგორც ხედავთ, დაპირება დაპირებად რჩება. ისინი მუშაობენ მიზერულ ხელფასებზე და უწევთ ვიზიტორების მიღება", - განაცხადა ქებურიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,