|
2019-10-11 17:02:46, 2817 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. ნალექი შეწყდება. ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს. 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 12 ოქტომბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 13 ოქტომბერს დღისით ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა 12-14 ოქტომბერს +22, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15-17 ოქტომბერს +25, +27 გრადუსამდე დათბება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)