|
2019-10-09 13:54:38, 1702 ნახვა
საზოგადოება
„მინდოდა თადუმაძისთვის თვალებში ჩამეხედა და კითხვა დამესვა“ - მაჩალიკაშვილი კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში არ უშვებდნენ. მაჩალიკაშვილს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და გენერალური პროკურორისთვის შალვა თადუმაძესთვის კითხვის დასმა სურდა. აღნიშნულ მოთხოვნას, პარლამენტთან ხმაური მოჰყვა. მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტში მაჩალიკაშვილის არ შეშვების საკითხი დააყენეს, მას შენობაში შესვლის უფლება მიეცა. ამასთან, როგორც მაჩალიკაშვილს განუმარტეს, მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები შალვა თადუმაძეს უსმემენ, დასწრების და კითხვის დასმის უფლება არ აქვს. თავად მაჩალიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ მას თადუმაძისთვის "თვალებში ჩახედვა" სურდა. ამ დროისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა სხდომას არ ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)