04:31 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 11:06:31, 1601 ნახვა

საზოგადოება
„#MeToo საქართველოშიც“ - ზურაბიშვილი დეპუტატის მიერ თანაშემწეზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მხრიდან თანაშემწეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეს Twitter-ზე ეხმაურება. 

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის საკითხის მიმართ შემწყნარებლობას ვერ გამოიჩენს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ინგლისურენოვან პოსტს აქვეყნებს და მოძრაობა MeToo-ს [#მეც] იხსენებს, რომელსაც საფუძველი ამერიკაში ჩაეყარა. კერძოდ, 2017 წელს ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ კი, ყველა ადამიანი, ვინც კი ოდესმე სექსუალურად შეუვიწროებით, მოძრაობას შეუერთდა.

"#MeToo საქართველოშიც: თბილისის საკრებულოს წევრის მიმართ ასისტენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. მსგავსი რამის მიმართ შემწყნარებლობას ვერ გამოვიჩენთ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საკრებულოს დეპუტატს "ქართული ოცნებიდან" ილია ჯიშკარიანს და მის თანაშემწეს თამთა თოდაძეს. თოდაძე დეპუტატს სექსუალ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავად დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დეპუტატს ბრალი წარდგენილი არ აქვს. ის კლინიკაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გენერალურ პროკურატურასთან ქალთა მოძრაობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები დეპუტატ ჟიშკარიანის დაკავებას ითხოვდნენ

 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics