|
2019-10-07 11:40:32, 944 ნახვა
საზოგადოება
ლისის ტბასთან დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ლისის ტბასთან დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რეგიონული ჰოსპიტალის ქირურგის მალხაზ ბურკაძის განცხადებით, პაციენტი მართვის სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. „პაციენტი შემოვიდა უმძიმეს მდგომარეობაში. შემოყვანისთანავე დასჭირდა გულისა და ფილტვის რეანიმაცია. მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, ბარძაყის არტერიის დაზიანებით ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. დაკარგული ჰქონდა ძალიან დიდი რაოდენობის სისხლი. გარდა ამისა, ცივი იარაღით მიყენებული აქვს ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, მაგრამ დიდი ოპერაცია არ დასჭირვებია. რაც შეეხება ანგიოქირურგიულ ოპერაციას, ის ჩატარდა სწრაფად და მაღალ დონეზე, მაგრამ დაკარგული სისხლის რაოდენობიდან გამომდინარე, ავადმყოფის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი რეანიმაციაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული“, - აცხადებს მალხაზ ბურკაძე.
ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)