|
2019-10-07 08:37:25, 850 ნახვა
საზოგადოება
მართლწესრიგის ოფიცრებმა ფრენბურთის სამოყვარულო ტურნირში მონაწილეობა მიიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ ფრენბურთის სამოყვარულო ტურნირში - "მართლწესრიგის ოფიცრის თასი". ღონისძიება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში,„საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის" ორგანიზებით ჩატარდა. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ტურნირის მიზანი იყო მართლწესრიგის ოფიცრებსა და მოზარდებს შორის პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ჩემპიონატში 24 მართლწესრიგის ოფიცერი და სკოლის 84 მოსწავლე მონაწილეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში შექმნილი მართლწესრიგის ოფიცერთა ინსტიტუტი საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მოდელს წარმოადგენს. მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის მიზანია საზოგადოებასა და პოლიციას შორის მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება, პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერება, დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)