|
2019-10-05 14:04:22, 2691 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს არქივმა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნულ არქივში ერთობლივი პრეზენტაცია განახორციელეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მონოგრაფია - „პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა საქართველოში დიდი ტერორის დროს" და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მომზადებული დოკუმენტური ფილმი „პოლონური აქცენტები". პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას, პოლონელ სტუმრებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და არქივის ხელმძღვანელი პირები, ისტორიკოსები, მკვლევარები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონოგრაფიასა და ფილმში გამოყენებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტური მასალები, რომლებიც პოლონელთა რეპრესიებს ეხება. პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ერთობლივი, მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია განხორციელებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)