04:08 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 17:13:48, 3487 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა: რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში თაფლაკვერასა და მათრახის პოლიტიკას მონაცვლეობით იყენებს

 „არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ფრენები არჩევნებამდე აღადგინოს და ამით ხელი წაუკრას ივანიშვილს, რომლის ხელისუფლებაში დარჩენა პუტინის უმთავრესი ინტერესია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას შეფასებით,  საქართველო ნატო-ს და ევროკავშირის წევრი ამ ხელისუფლების პირობებში ვერ გახდება.

„არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენების აღდგენა არჩევნებამდე მოახდინოს, რათა ბიძინა ივანიშვილს ხელი წაუკრას, რომლის ხელისუფლებაში დარჩენა არის პუტინის უმთავრესი ინტერესი, რადგან იცის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, ვერ განვითარდება და სტაბილური ვერ იქნება, რის გამოც ქვეყანა იძულებული იქნება, რუსეთის ორბიტაზე იტრიალოს. დიმიტრი პესკოვის განცხადება სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტს ელოდებიან, როცა ივანიშვილს დასჭირდება, მოსახლეობის თვალში ეს პლიუსი ჩაიწეროს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics