|
2015-07-15 16:18:28, 3588 ნახვა
რეგიონი
ხურვალეთში აქცია „ახალგაზრდები დეოკუპაციისთვის“ გაიმართება
„ახალგაზრდები დეოკუპაციისთვის“ ამ სახელწოდების აქცია მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ 22 ივლისს 12 საათხზე ხურვალეთში იგეგმება. როგორც „ექსპრესნიუსს“ აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, ორგანიზატორები გორელი ახალგაზრდები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. აქციასთან დაკავშირებით მოწოდებები და ვიდეორგოლები სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა. „ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ქვეყნის სუვერენიტეტი გავერთიანდეთ და ერთად მოვითხოვოთ საქართველოს დეოკუპაცია,ერთად მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია.ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა და ერთიანობა შემოგვიერთდით!მავთულხლართები და მწვანე აბრები დღითიდღე გვიახლოვდება,ვიდრე შენს სახლამდეც დარჩება 450 მეტრი. რუსეთის მიერ ოკუპაციას უცხოელი მოხალისეებიც გააპროტესტებენ,რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ და საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)