01:36 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 11:54:07, 915 ნახვა

საზოგადოება
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდნენ

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

სტუდენტებს სიტყვით მიმართა ასევე  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ჩრდილოატლანტიკურ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის, ასევე საქართველოს მთავრობის ევროატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება და ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ მოკავშირეებთან.  ჩვენ ვრჩებით, ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ISAF-ის ოპერაციებში არაწევრ ქვეყნებს შორის და ჩვენი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე როუზ გიოტმიოლერმა  ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, მათთან გამკლავების მექანიზმებზე ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ნატოს დღეები საქართველოში 3 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმებისა და პერსპექტივების შესახებ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics