|
2019-10-04 10:24:39, 926 ნახვა
საზოგადოება
კახეთში რთველი დასკვნით ეტაპზეა, ყურძნის მოსავლის დასაბინავებლად რაჭა ემზადება
4 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 223 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 133 ათასი ტონა რქაწითელი, 71 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. კახეთში ღვინის საწარმოებს მოსავალი 21 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. კახეთში რთველის უკვე დასკვნით ეტაპზეა. მოსავლის დაბინავება აქტიურად ამ დროისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 5 ოქტომბერს რთველის საკოორდინაციო შტაბი იხსნება ამბროლაურში. ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე უკვე მობილიზებულები არიან, რომ რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში შეუფერხებლად და ორგანიზებულად ჩატარდეს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)