17:08 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 10:06:13, 2118 ნახვა

სამართალი
ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს 1000-1000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილსა და ცრუ დასმენის საქმეზე მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს 1000-1000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

სამივე დაკავებული საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდები მხარე დაკავებულებისთვის 3000-ლარიან გირაოს ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარე, 16 ადვოკატი მოსამართლისა და პროკურორების აცილებას ითხოვდა, თუმცა მათი შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა. 

როგორც ნაირა ოტიაშვილის ადვოკატები აცხადებენ, სახელმწიფო ბრალდებამ ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა და მათი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება უკანონო იყო.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნაირა ოტიაშვილის ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს ცრუ დასმენისთვის წაარუდგინეს. ის თემქაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ინტერესების დამცველია. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics