17:08 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 13:46:14, 2439 ნახვა

სამართალი
დიმიტრი გაბუნია და ანგი ხუციშვილი პროკურატურაში გამოკითხეს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ხუციშვილი და ანგი ხუციშვილი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდნენ.

გაბუნია და ხუციშვილი უწყებაში ერთ საათზე მეტ ხანს იკითხებოდნენ.

არცერთ მათგანს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, თუ რა გახდა მათი კიდევ ერთხელ დაბარების მიზეზი.

ამ დროისთვის გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

აღნიშნულის შემდეგ, „ევროპულ საქართველოში“ განაცხადეს, შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი, რომელშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაა ჩართული. თავად გაბუნიამ ინფორმაციას უარყო და განაცხადა, რომ შესასწყალებელ პატიმართა სიის შედგენას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი კურირებდა. ამის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics