02:03 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 12:34:34, 1466 ნახვა

კომენტარი
თურნავა: სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაში ჯერ კიდევ ვერ შევძელით გარღვევა და აქ გვჭირდება აქტიური მუშაობა

სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების კუთხით ნამდვილი გარღვევა გვჭირდება, ამისთვის მზად ვართ და აქტიურად ვიწყებთ მუშაობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინიტრის თქმით, ქონების პრივატიზების, მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზების მიმართულებით, მთავრობას წელს საკმაოდ ამბიცური გეგმები აქვს.

„მე ვიტყოდი, რომ ქონების პრივატიზების კუთხით ცუდად არ მივდივართ, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ. პირადად მე არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით გარღვევა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების მხრივ მიუხედავდ იმისა, რომ უძრავი ქონების პრივატიზების ნაწილში მივაღწიეთ დაჩქარებას. ამიტომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაში ჩვენ გვჭირდება ნამდვილი გარღვევა, ამისთვის მზად ვართ და აქტიურად ვიწყებთ მუშაობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, პრივატიზება არ შეეხება ისეთ სტრატეგიულ სახელმწიფო ობიექტებს, როგორიცაა რკინიგზა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომლებიც მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებენ მოსახლეობისთვის.

„თუმცა არსებობს სხვა უამრავი მცირე საწარმო, რომელთაც საწარმოს ფუნქცია უკვე დაკარგა, დახუნძლულია ვალდებულებებით და ეძებს  რეალურ მფლობელს. აქ  ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემოვიყვანოთ კერძო ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გაჩერებული სახელმწიფო ობიექტები ავამოქმედოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics