10:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 10:45:29, 1672 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - პრივატიზაციის პროცესში გვჭირდება სერიოზული ცვლილება და გამკაცრება

პრივატიზაციის ტემპებით გარკვეულ ნაწილში კმაყოფილი ვარ, თუმცა მაქვს უკმაყოფილების   საფუძველიც და ამ პროცესში ჩვენ გვჭირდება სერიოზული ცვლილება, სერიოზული გამკაცრება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემაში „ბიზნესი მაესტროზე" საუბრისას განაცხადა.

 მისივე თქმით, ცვლილებებია შესატანი სახელმწიფო საწარმოების მართვის პროცესშიც.

 ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა,  საწარმოების პრივატიზება უფრო რთული პროცესია.

„შედარებით კმაყოფილი ვარ იმ მიღწევებით, რაც შევძელით უძრავი ქონების გააქტიურების თვალსაზრისით. იცით, რომ ბიუჯეტის წლიური გეგმა საკმაოდ ლიბერალურად იყო დაგეგმილი, შესრულებული და წლის ბოლომდე რეალისტურია, რომ 100 მილიონ ლარს გადავაჭარბოთ.  თუმცა რეალურად,  ეს შევძელით უძრავი ქონების  აქტიური პრივატიზების ხარჯზე" - განაცხადა ნათია თურნავამ.

 ეკონომიკის მინისტრის თქმით, რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების გასხვისებას, გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებითაც გადადგმულია - გორის ქარის ელექტროსადგური უკვე მომზადებული და  გამოტანილია საპრივატიზაციოდ.

„თუმცა, ამ მიმართულებით და ამ ტემპებით კმაყოფილი არ ვარ და  აქედან გამომდინარე სამინისტროში, მთლიანად გუნდში, ვფიქრობთ, როგორ განვაახლოთ პრივატიზაციის მიდგომები, როგორ გავხადოთ ის უფრო  ეფექტიანი და სწრაფი. მართალია, გარკვეული მოსამზადებელი პროცესი ამისთვის იყო საჭირო, მაგრამ ამ მხრივ დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს იმედს, რომ ამ მიმართულებას აქტიურად შევეჭიდოთ. იქნება ეს იგივე „საქართველოს ფოსტა", რომლის საპრივატიზაციოდ გამოტანა წლების წინ იქნა დეკლარირებული და ჩვენ გვინდა ეს პროცესი დავიწყოთ, თუმცა მთავარია ეს იყოს სწორად შეფუთული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 მისივე თქმით, როდესაც საუბარია, რომ შესაძლებელია 150 მილიონ ლარამდე ქონების პრივატიზაცია მოხდეს, ეს არ არის ზოგადი  ნათქვამი, არამედ ეყრდნობა წლევანდელ მიღწევას და იმ პრობლემების გაგებასა და აღიარებას, რაც ამ კუთხით დაგროვდა.

 „ამიტომ გვჭირდება სერიოზული ცვლილებები, სერიოზული გამკაცრება პრივატიზების პროცესში და სახელმწიფო საწარმოების მართვაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics