01:36 - 26 Jul, 2026
|
2019-10-02 18:11:40, 1183 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების გადამკვეთ გზაჯვარედინზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 3 ოქტომბრის 20:00 საათიდან 5 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების გადამკვეთ გზაჯვარედინზე. ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები რამიშვილის ქუჩის მიმართულებით ავტოტრანსპორტით გადაადგილებას ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, ავალიშვილისა და ჩიქოვანის ქუჩებიდან შეძლებენ. რამიშვილის ქუჩაზე ტრანზიტული მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ფალიაშვილის ქუჩიდან რამიშვილის ქუჩასა და ამირეჯიბის გზატკეცილს ტრანსპორტი თაქთაქიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)