|
2019-10-01 13:29:44, 1298 ნახვა
საზოგადოება
კონფერენცია „კაკლოვანი კულტურები საქართველოში: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი“ საქართველოში პირველად გაიმართა
კონფერენცია „კაკლოვანი კულტურები საქართველოში: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. კონფერენციას კაკლოვანი კულტურის 150-მდე მწარმოებელი, დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „კაკლოვანი კულტურების განვითარება ჩვენი სოფლის მეურნეობის ერთი-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა. საქართველო მეთხილეობის ტრადიციით გამორჩეული ქვეყანაა; აგრარული პროდუქციის ექსპორტში თხილს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თუმცა, სახელმწიფოს ხელშეწყობით, დღეს უკვე სხვა კაკლოვანი კულტურებიც - ნუში, კაკალი, ფსტა და სხვა, ინტენსიურად ვითარდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, დაახლოებით, 5 ათას ჰექტრამდე კაკლოვანი კულტურების ახალი ბაღია გაშენებული. „ბოლო წლებში გავზარდეთ ბიუჯეტი საგრანტო დაფინანსების კუთხით; 2020 წლისთვისაც ვინარჩუნებთ მნიშვნელოვან დაფინანსებას, ეს არის დაახლოებით 13 მილიონი ლარი. დარგის განვითარება საშუალებას მოგვცემს, არა თუ ჩავანაცვლოთ იმპორტი, არამედ საქართველო ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. დარწმუნებული ვარ, კაკლოვან კულტურებს შეუძლია ექსპორტში დიდი წვლილი შეიტანოს და მნიშვნელოვანი დამატებითი ღირებულება შექმნას სოფლად ჩვენი მოსახლეობისათვის“, - განაცხადა მინისტრმა. კონფერენციაზე, რომელიც სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ გაიმართა, ევროპისა და აშშ-ის წამყვანმა ექსპერტებმა მონაწილეებს საკუთარი ცოდნა გაუზიარეს და ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ ნუშის, კაკლის, ფსტის და თხილის წარმოებისათვის იდეალურ კლიმატურ პირობებს. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ თხილის წარმოება საქართველოში კარგად არის განვითარებული და საქართველო თხილის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, ქვეყანაში კაკლის, ფსტის და ნუშის იმპორტი კვლავ ხორციელდება, შესაბამისად, დარგის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)