15:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 10:32:49, 1028 ნახვა

სამართალი
ჯავახაძე საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებსა და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებსა და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა ​

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებსა და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხების ერთობლივი განხილვა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ​

ნინო ჯავახაძემ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ ჩატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებმა და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცრებმა მინისტრის მოადგილეს შესაბამის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებების მნიშვნელობას უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების პროცესში.

 

 

 

(NS) 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics