|
2019-09-30 15:07:26, 1342 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი განახლდა
დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N34, N35 და N36 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი გასართობი მოედანი განთავსდა, სადაც ატრაქციონები დამონტაჟდა. სკვერში საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, დამონტაჟდა ლამპიონები, განთავსდა საპარკე სკამები და ტერიტორია ხის ღობით შემოისაზღვრა. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს. „რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს უკვე 20 სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამჟამად, სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, რომლებიც უკვე შეძლებენ კომფორტულ და კეთილმოწყობილ სივრცეში გართობას და დასვენებას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 122 437 ლარი დაიხარჯა, კომპანია „ტაომ“ შეასრულა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)