|
2019-09-30 15:06:03, 1476 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 2020 წლის ბიუჯეტი 317 მილიონი ლარი იქნება
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 317 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინიტრის განმარტებით, ეს 2019 წელთან შედარებით, საბიუჯეტო სახსრების 3 %-ით ზრდას გულისხმობს. „სამინსიტრო, როგორც გარემოს დაცვითი, ისე აგრარული მიმართულებით სისტემურ განვითარებას გაწერილი სტრატეგიის შესაბამისად აგრძელებს. ჩვენთვის, 2020 წელს, ისევე როგორც ბოლო წლებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტული იყოს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ფერმერების და კერძო ინიციატივების მხარდაჭერა. ჩვენი განვითრების პოლიტიკა სწორედ კერძო ინიციატივებით სოფლად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს. 2020-ში, 2019 წელთან შედარებით, 36 %-ით არის გაზრდილი სოფლის განვითარების პროგრამების დაფინანსება, რაც გულისხმობს იმ დანაპირების შესრულებას, რომელიც ჩვენ გვქონდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერებისთვის იაფი ფინანსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, შესაბამისად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა გაგრძელდება. ჩვენ შევინარჩუნეთ მნიშვნელოვანი საგრანტო თანადაფინანსების პროგრამები, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და, ვფიქრობ, კარგი შედეგის მომტანია სოფლის მეურნეობის განვითრების კუთხით; გაგრძელდება მრავალწლიანი კულტურების მხარდამჭერი პროგრამა - „დანერგე მომავალი“; მათ შორის, სხვადასხვა ქვეპროგრამა, რომელიც უკავშირდება კენკროვანებს და ისეთი პრიორიტეტული კულტურების განვითარებას, რომლებსაც შიდა ბაზარზე საექსპროტო პოტენციალი გააჩნია. ჩვენ ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამებს იმისთვის, რომ სოფლად გაიზარდოს დასაქმების პერსპექტივა და, შედეგად, შემოსავლები ჩვენი მოქალაქეებისთვის. აგროდაზღვევის მიმართულებით ბიუჯეტი გაზრდილი გვაქვს სოფლის მეურნეობაში რისკების პრევენციისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
(NS)
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)