|
2019-09-30 14:02:53, 854 ნახვა
საზოგადოება
ქართველი მოქალაქები ბულგარეთში ლეგალურად დასაქმდებიან
საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ხელი მოეწერა ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმებას. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართელოს მხრიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ და ბულგარეთის რესპუბლიკის მხრიდან, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა - ბისერ პეტკოვმა. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ, 6 თვის ვადაში, მხარეები მუშაობას გააგრძელებენ ბულგარეთსა და საქართველოს შორის დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტის მომზადებაზე. აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას. დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვიზიტის ფარგლებში, აღნიშნული შეთახმების ხელმოწერასთან ერთად, გაიმართა ორი ქვეყნის დელეგაციის სამუშაო შეხვედრაც, რომლის დროსაც მინისტრების მიერ განხილულ იქნა შრომისა და სოციალური დაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და იმ ბენეფიტებზე ისაუბრა, რასაც ეს შეთანხმება ქვეყნებს და მათ მოქალაქეებს მუტანთ . „ამ ხელშეკრულებას ძალიან დადებითი გავლენა ექნება ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენ შევძლებთ გავცვალოთ კვალიფიცური კადრები, რომლებიც იმ ვაკანსიებზე დასაქმდებიან სადაც კადრების ნაკლებობაა. ქართველებს ბულგარეთში, ასევე ბულგარელებს საქართველოში ერთი წლის განმავლობაში შეეძლებათ მუშაობა, თუმცა ექნებათ ვადის სამ წლამდე გაზრდის შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას არამარტო დასაქმებულები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც გამოიყენებენ“, - განაცხადა ბისერ პეტკოვმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)