23:19 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 13:55:46, 834 ნახვა

საზოგადოება
ჯიღაურას ბაზამ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“- ის მონაწილეებს უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის წარმომადგენლებმა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის თემატური საჯარო ლექციები გამართეს. ლექციები გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც. აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაის გადამამუშავებელი დანადგარის მუშაობა გააცნეს.

მონაწილეებისთვის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თემის ირგვლივ ვიქტორინა გაიმართა. გამარჯვებულები ჯიღაურას ბაზაზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოებით დააჯილდოვეს.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოთხედ იმართება. მისი მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია და ამ სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესებაა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics