|
2019-09-29 14:07:45, 1440 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომში სამუშაო შეხვედრაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს
ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გახსნეს. ნინო თანდილაშვილმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე, სამრეწველო საქმიანობებისათვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესზე და კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ დონორ ორგანიზაციებს კანონპროექტის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. კახა კუჭავას განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების პრევენციას, შემცირებასა და კონტროლს. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესომბუდსმენის და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ns
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)