20:27 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 16:00:20, 2731 ნახვა

პოლიტიკა
20 ივნისის საქმეზე დაკავებულის მეუღლე: სპეცრაზმელის გამოშვება თუ შეიძლება, ჩემმა ქმარმა რა დააშავა?!

სპეცრაზმელის გამოშვება თუ შეიძლება, ჩემმა ქმარმა რა დააშავა?! - ამის შესახებ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლე მარიამ სარქისიანმა საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს განაცხადა.

მარიამ სარქისიანი მოითხოვს, რომ ლევან ჯიქურიც გაათავისუფლონ.

„მე აქ იმიტომ მოვედი, რომ კითხვა მაქვს ასეთი. სპეცრაზმელის გამოშვება თუ შეიძლება, ჩემმა ქმარმა რა დააშავა? მას აქვს ცენტრალური ნერვის დაზიანება, რამაც ნერვიულობის ნიადაგზე გამოიწვია ხელ-ფეხის გაკავება. ლევანს არ უშვებენ ციხიდან, მიუხედავად იმისა ეტლში მჯდომარეა და არ ითვალისწინებენ ამ ყველაფერს“, - განაცხადა მარიამ სარქისიანმა.

აღსანიშანვია, რომ საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეები 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მიზეზად  იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რასაც ბრალდების მხარე არ იზიარებდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics