15:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 14:09:30, 3689 ნახვა

სამართალი
შეწყალების საქმეზე, პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები იკითხებიან

პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე, გენერალურ პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები იმყოფებიან.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში  გიორგი ტალახაძე   გიორგი მიროტაძე და ლაშა ხურცილავა დაიბარეს.

როგორც გიორგი მიროტაძემ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეწყალების სიასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს.

დიმიტრი გაბუნიას ბიზნესპარტნიორი ვარ. რადგან დამიბარეს, მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და მოვედი იმისათვის, რომ შეკითხვებს ვუპასუხო. არანაირი კავშირი არ მაქვს ამ საქმესთან. სახელებიც კი არ ვიცი შეწყალებულების და დაზარალებულების. ვიცი მხოლოდ ის, რაც ტელევიზიით გამიგია. მე კომპანიის მეწილე გავხდი დაახლოებით ერთი თვის წინ. კომპანიის წინა ისტორია არ ვიცი. სპეციალობით იურისტი არ ვარ. არ ვიცი რა შუაში ვარ, მე ვარ ბანკირი“, - განაცხადა გიორგი მიროტაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

აღნიშნულის შემდეგ, „ევროპულ საქართველოში“ განაცხადეს, შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი, რომელშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაა ჩართული. თავად გაბუნიამ ინფორმაციას უარყო და განაცხადა, რომ შესასწყალებელ პატიმართა სიის შედგენას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი კურირებდა. ამის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics