|
2019-09-28 10:19:40, 2036 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი მალტელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარესთან, მალტის ეროვნული არქივის დირექტორ ჩარლზ ჯ. ფარუჯასთან დღეს შეხვედრა გამართა. დღესვე ჩარლზ ჯ. ფარუჯა გაეცნო ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის მუშაობას. მისი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აუდიო და კინოდოკუმენტების გაციფრულებისა და ელექტრონული ვერსიების შენახვის სისტემამ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2020 წელს საქართველოს ეროვნული არქივის რესტავრატორები ეწვევიან მალტის ეროვნულ არქივს და ადგილზე გაეცნობიან იმ მეთოდებს, რომელსაც მალტელი სპეციალისტები ქაღალდის დოკუმენტების რესტავრაციისას იყენებენ, ხოლო თავის მხრივ მალტელ კოლეგებს ეტრატის დოკუმენტების რესტავრაციის სფეროში თავის გამოცდილებას გაუზიარებენ. გარდა ამისა, ჩარლზ ჯ. ფარუჯა გაეცნო საქართველოს ეროვნული არქივის ახალ ინფრასტუქტურას. მისი ინიციატივით, საქართველოს ეროვნული არქივი, ექსპერტულ დონეზე, სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ჩაერთვება მალტის არქივის ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ჩარლზ ჯ. ფარუჯა თბილისს საქართველოს ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სტუმრობდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)