|
2019-09-27 15:59:12, 2745 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში 10 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონა ეწყობა
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბავშვთა გასართობი ზონები ათ მისამართზე ეწყობა. გასართობი ზონები ხიზანიშვილის N57, იპოლიტე ივანოვის N12, უწერის N9 ა, გლდანის ა მიკრორაიონის N69, მეოთხე მიკრორაიონის N89-90-91, პირველი მიკრორაიონის N16-17 და N23 ა, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N19-22, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N42-43-44, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N11-13-14 კორპუსების მიმდებარედ ეწყობა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი ატრაქციონი, მოსასვენებელი სკამები და ურნები განთავსდება. სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს „ექსიმ მეიდ“ ახორიცელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 179 942 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წელს ბავშვთა გასართობი მოედნები, ჯამში, 21 მისამართზე განთავსდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)