|
2019-09-27 13:12:18, 3239 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
დღეს, ქ. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია "ჯეოანესთეზია" მეოთხედ გაიხსნა. კონფერენციაში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებთან ერთად მონაწილეობას იღებენ გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები და ტოქსიკოლოგები. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ილია ნაკაშიძემ და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ. "ჯეოანესთეზია" მასპინძლობს საერთაშორისო სპიკერებს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან. დაგეგმილია 50-მდე მოხსენება, ინდივიდუალური მოდულები რეზიდენტებისათვის და ახალგაზრდა ექიმებისთვის, ასევე ჩატარდება ინდივიდუალური სესიები მედდებისთვის. კონფერენციის პროგრამაში შედის გერმანელი და ფრანგი სპეციალისტების მიერ ორგანიზებული რამდენიმე ვორქშოპი. "ჯეოანესთეზია" არის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ტარდება აჭარის მთავრობის პატრონაჟით. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული. კონფერენცია ორგანიზებულია ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის პრეზიდენტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ილია ნაკაშიძის ხელმძღვანელობით. თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენცია აკრედიტებულია თსსუ-ში და უფლება აქვს გასცეს კრედიტ ქულები. გარდა ამისა, გამოიცემა სტატიებისა და თეზისების კოლექცია სამეცნიერო პროგრამასთან ერთად. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2lo29ue
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)