22:03 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 16:28:52, 1868 ნახვა

საზოგადოება
„ხელფასი უსწრაფესად უნდა დარიგდეს“ - თურნავა ტყიბულში მეშახტეებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში ჩავიდა და მეშახტეებს შეხვდა. 

როგორც თურნავამ აღნიშნა, "საქნახშირს" მოძიებული ჰყავს ინვესტორი და ეს დიდი გამოცდილების მქონე ქართული ჯგუფია. მანვე განმარტა, რომ უფრო მეტ დეტალზე კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. 

"ამ ეტაპზე ვეკონტაქტებთ "საქნახშირს". ამ კომპანიას აქვს დიდი ისტორია. 2006 წლიდან ფლობენ შახტებს და გარკვეული მოდერნიზაციაც გააკეთეს. თუმცა, როგორც ჩანს შეექმნათ გარკვეული პრობლემები. პირველ რიგში ისინი იყვნენ და არიან პასუხისმგებლები, რომ გასტუმრებულიყო ყველა ვალდებულება, ყველაფერი გაეკეთებინათ, რომ მოპოვება ყოფილიყო უსაფრთხო. არსებულ პრობლემებზე ვისაუბრებთ. რაც მთავარია თავად კომპანია უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ჯგუფებთან. მათ მოძიებული ჰყავთ ინვესტორი. ჩემი ინფორმაციით ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა ტიპის მაგნის, ოქსიდით ტრეიდინგში. ჰყავთ უკრაინელი პარტნიორები. ჩემთვის არის მთავარი, რომ მოვისმინო დამაჯერებელი პასუხიები კითხვებზე, როდის იქნება ხელფასები გასტუმრებული და უსაფრთხო შრომის პირობებში როდის აღდგება მოპოვება, ასევე როდის დაიწყებს საწარმო ნორმალურ ფუნქციონირებას. ხელფასი უსწრაფესად უნდა დარიგდეს", - განაცხადა მინისტრმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics