2015-07-14 14:41:00, 464 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ახლო მომავალში ეწვიოს
გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დონალდ ტუსკმა სინანული გამოთქვა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადების გამო, რისი მიზეზიც საბერძნეთის კრიზისი გახდა.
გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას დონალდ ტუსკმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ახლო მომავალში ეწვიოს. ლიდერებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორივე მხარე აქტიურად იმუშავებს აღნიშულ საკითხზე.
როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 14-16 ივლისს იყო დაგეგმილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან