18:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 12:00:08, 971 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი ნიუ-იორკის საგანგებო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ნიუ-იორკის საგანგებო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ოფისის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

სამინისტროს ინფორმაციით, ოფისი არსებული ყველა საგანგებო შემთხვევის პრევენციასა და შემდგომ ანალიტიკაზე მუშაობს. ხდება საშიშროებების მასშტაბების გათვლა, დაგეგმარება, რისკების მენეჯმენტი. ოფისს მუდმივი კოორდინაცია აქვს ნიუ-იორკში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან, რათა საგანგებო სიტუაციების შექმნის შემთხვევაში სისტემამ ეფექტურად შეძლოს მუშაობა. ამერიკელმა კოლეგებმა ქართული დელეგაციის წევრებს, მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განხადებით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოში სხვადასხვა ტიპის სამსახურების გაერთიანება ხდება და „საქართველოში ვანხორციელებთ სვადასხვა ტიპის სამსახურების გაერთიანებას და ერთი ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბებას, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიზიაროთ ის გამოცდილება რაც გააჩნია ნიუ-იორკის შტატს.“

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics