|
2019-09-23 15:35:44, 2788 ნახვა
რეგიონი
საქართველოში რიგით 66-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქობულეთში გაიხსნა
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 66-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ქობულეთში გახსნა. იუსტიციის მინისტრმა ქობულეთის მცხოვრებთ და ქალაქის სტუმრებს ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ წელს საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ადგილობრივთა საჭიროებებზეა ორიენტიერებული. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სერვისს მიიღებს. ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქისა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 50 ათასზე მეტ მოქალაქეს მოემსახურება. ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრი აჭარაში რიგით მეოთხეა. ქობულეთის გარდა, ცენტრები ფუნქციონირებს შუახევში, ჩაქვსა და მუხაესტატეში. თანამედროვე სტანდარტების შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. დღემდე საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ოფისები გამგეობის შენობის გვერდით მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ფუნქციონირებდა. მცირე ფართი და შეუსაბამო ინფრასტრუქტურა მოქალაქეთა ხარისხიან მომსახურებას ართულებდა, ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის კი, სახელმწიფო და კერძო სერვისებზე წვდომა განსაკუთრებულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" მომსახურებაც, რაც პენსიონერებს ქობულეთიდან გაუსვლელად − პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. 66-ე საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საზეიმო კონცერტი გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)