10:13 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 10:10:24, 536 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა პატრიარქთან ქალაქის გამწვანების საკითხი განიხილა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კათალიკოს პატრიარქს ილია II - ს შეხვდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, აგულაშვილმა  სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

შეხედრაზე ქალაქის გამწვანების საკითხზე და პატრიარქის ინიციატივით უმაღლესი სასწავლებლებისთვის  5 ჰა-მდე  ტერიტორიის გადაცემაზე იმსჯელეს. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე სასწავლებლები  თავად იზრუნებენ.  გიგლა აგულაშვილმა და ილია II -მ მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო სკოლებთან სანერგეების შექმნის საკითხებიც განიხილეს.

როგორც უწყებაში აცხაებენ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საპატრიარქოსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics