2015-07-13 18:07:05, 470 ნახვა
პოლიტიკა
იანოშ ჰერმანის ინფორმაციით, დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი დიდი ხნით არ გადადებულა
ევროკავშირის ელჩის საქართველოში იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი დიდი ხნით არ გადადებულა. როგორ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დონალდ ტუსკის ვიზიტის გადადება საბერძნეთთან დაკავშირებით, ევროპაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ჰერმანის თქმით, მას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები.
„დონალდ ტუსკს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები და იმედი გვაქვს, ახალ თარიღს დავნიშნავთ; ეს თარიღი კი, შორს არ არის“, -აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
ეს განცხადება ელჩმა საქართთველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან