16:48 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 12:19:13, 1779 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი: NDI-ის კვლევების მიხედვით, მომავალ არჩევნებში „ოცნებას“ 10-დან 8 ამომრჩეველი ხმას აღარ მისცემს

„ძალიან დიდია იმ ამომრჩევლების რიცხვი, რომლებსაც არ გადაუწყვეტიათ ჯერ რომელ პარტიას დაუჭერენ შემდეგ არჩევნებში და ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი ოპოზიციური სპექტრისთვის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

 როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, NDI-ის კვლევების მიხედვით, მომავალ არჩევნებში „ოცნებას“ 10 ამომრჩევლიდან 8  ხმას აღარ მისცემს.

„NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევები, მე ვფიქრობ, რომ ერთ მთავარ რამეს აჩვენებს და ეს არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენს საზოგადოებაში დაკარგული აქვს ნდობა ამომრჩევლების უმრავლესობის მხრიდან. ანუ რეალურად 10 ამომრჩევლიდან 8 „ქართულ ოცნებას“ ხმას აღარ მისცემს. ამავე დროს ვხედავთ, რომ ძალიან დიდია იმ ამომრჩევლების რიცხვი, რომლებსაც არ გადაუწყვეტიათ ჯერ რომელ პარტიას დაუჭერენ შემდეგ არჩევნებში და ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი ოპოზიციური სპექტრისთვის და მათ შორის ჩვენი პარტიისთვის, რომ ჩვენ წინ გველის ძალიან სერიოზული სამუშაო იმისთვის, რომ  შევძლოთ ახალი ამომრჩევლის მიზიდვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics