|
2019-09-18 13:03:42, 1463 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე: მორატორიუმი რა შუაშია - საზოგადოების უფლებაა გაიგოს, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს
მორატორიუმი და თვალის ახვევა არ გამოვა, თუ კორუფციული ინტერესი გამოიკვეთება, უნდა დასრულდეს ზურაბიშვილის პრეზიდენტობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილმა უნდა განმარტოს, რატომ შეიწყალა მკვლელობაში ბრალდებული პირები. ამასთან, კახიძის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა გადამოწმდეს ყველა შეწყალებული პირის კავშირი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. „ეს რა ნიშნით გააკეთა, ვინ ურჩია, რა კომუნიკაცია არსებობდა? ვისთან არსებობდა, აღნიშნულ მკვლელობაში მსჯავრდებული პირებთან, მათ ადვოკატებთან? მათი გვარები ვინ მიაწოდა, რატომ ისინი და არა სხვები?! ამასთან დაკავშირებით პასუხები არ უნდა გასცეს? საქართველოს პრეზიდენტმა აბსოლუტურად სამარცხვინოდ, პასუხისმგებლობა არ აიღო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და არც საზოგადოებას უთხრა, რატომ გააკეთა ეს. ახლა ამ ყველაფერს პროცედურებს აბრალებს, თურმე, პროცედურები არ იყო დახვეწილი. ახლა მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს. მორატორიუმი რა შუაშია, შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია, ოღონდ, საზოგადოების უფლებაა გაიგოს, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს. უნდა დადგინდეს, ვინ მიიტანა ეს გვარები, რა ნიშნით შეირჩა, ხომ არ იყო ნეპოტისტური კავშირი, კორუფციული კავშირი, ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები. დანაშაულის ნიშნები თუ დაფიქსირდა, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებამ და პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა“, - განაცხადა კახიძემ. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)