|
2019-09-18 12:57:07, 2215 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძემ სილეზიის სეიმიკის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით სილეზიის სეიმიკის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, დელეგაციის წევრებს, მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, ნინო ნიჟარაძე, ზურაბ თენიეშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი და ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი, მალხაზ ხალვაში ესწრებოდნენ. სილეზიის დელეგაცია, სეიმიკის თავმჯდომარის იან კავულოკის მეთაურობით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ეწვია და მის შემადგენლობაში, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, სილეზიის ფონდის ხელმძღვანელი და სავოევოდოს ვიცე-მარშალი ვოიცეხ კალუჟა შედიან. სილეზიის დელეგაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მასპინძლობს. მხარეებს შორის გაფორმდა მემორანდუმი. დოკუმენტი, რომელსაც ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და იან კავულოკმა მოაწერეს ხელი, ევროინტეგრაციის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამასთან, პოლონელი სტუმრები გაეცნობიან რეგიონის ღირსშესანიშნაობებსა და პოტენციალს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)