|
2019-09-17 14:38:22, 2922 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეკლამა უკვე Travel Channel-ის ეთერშიცაა
წელს პირველად, აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს Travel Channel-ის მილიონობით მაყურებელი გაეცნო. რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლი საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერით ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გადაიცა. დიდ ბრიტანეთში, Travel Channel--თან ერთად აჭარის სატელევიზიო რეკლამა DISCOVERY-ის ქსელის შვილობილ არხზე DMAX-ზე განხორციელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია წელს ასევე, განახორციელა National Goegraphic-ის, BBC-ის, Deutsche Welle-სა და Euronews -ის ეთერში. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის პოპულარიზაცია განვახორციელოთ ისეთ პლატფორმებზე, რომლის სამიზნე აუდიტორიაც არის მოგზაურები. სწორედ, ასეთია Travel Channel, რომლის სამოგზაურო გადაცემებსა და დოკუმენტურ ფილმებს მსოფლიოს 195 ქვეყანაში ეცნობიან. წელს, პირველად ჩვენ, ასევე გავედით National Geographic-ის აუდიტორიაზე, რომლის უმრავლესობაც Travel Channel-ის მსგავსად მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები წარმოადგენენ. აჭარისა ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა მსგავსს საერთაშორისო პლატფორმებზე საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობა, ამავდროულად კი ხელი შევუწყოთ დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და პოტენციური ტურისტების მოზიდვას,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. მიმდინარე წელს, აჭარის რეკლამა სამიზნე ქვეყნებში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გარე და ონლაინ რეკლამის, პრეს-ინფოტურებისა და საერთაშორისო გამოფენებში აჭარის წარმოჩენის გზით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)