2015-07-13 13:30:04, 493 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ეს წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის ნაწილია
„ეს წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის ნაწილია“,-ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას.
„ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა. ეს არის იმ უგუნური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ წინა ხელისუფლების მიერ მივიღეთ. რეალურად ეს პრობლემა 2008 წლიდან არსებობს. ომის შემდეგ BP ვერ ახორციელებს შემოვლას ამ კონკრეტულ მონაკვეთზე. ამ დრომდე მილსადენის ფუნქციონირებას პრობლემას არ შექმნილა. იმ შემთხვევაში თუ იქნება პრობლემა დაიდება ალტერნატიული პროექტი,“ -განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ოკუპანტებმა ამჯერად გორის რაიონში დაამონტაჟეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან