13:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 15:28:02, 1762 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - ირმა ინაშვილის ქმედებებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

პასუხისმგებლობა იმაზე, რაც „რუმსში“ ხდება, ხელისუფლებას ეკისრება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა „პატრიოტთა ალიანისის“ წევრის ემზარ კვიციანის ქმედებეზეც.

„მე მინდა განვაცხადო, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ახლა ხდება სასტუმრო „რუმსში“ ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. რომელმაც ორიოდე დღის წინ, პარლამენტთან, ქალბატონი ინაშვილი თავს დაესხა მშვიდობიან მიტინგის მონაწილეებს, პოლიციელებს,  პანჩურები ურტყა და ძირს დააგდო მშვიდობიანი დემონსტრანტები და ემუქრებოდა მათ ფიზიკური გასწორებით, არანაირი ზომები არ გატარდა მასთან მიმართებაში. ეს იყო პირდაპირი სიგნალი, რომ მსგავსი ქმედება „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების მხრიდან არის მისაღები ხელისუფლებისთვის და იმაზე, რაც დღეს ხდება სასტუმრო „რუმსში“, პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც უშაუალოდ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?” ხმაური იყო. თავდაპირველად ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტელეკომპანია „ობიექტივის“ ერთ-ერთი ჟურნალისტი გიორგი კასრაძე დაინტერესდა, რატომ არ მიიწვიეს კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები. ჟურნალისტმა ასევე მედიაში გავრცელებული ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება გააკრიტიკა, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ არასწორად იყო ნათარგმნი. ამის შემდეგ, ადგილზე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც კვლავ ხმაური მოჰყვა. დეპუტატმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ აქვს პარლამენტის წევრს კონფერენციაზე დასწრების უფლება. ამასთან, დეპუტატი ამერიკელ მკვლევარსა და ყოფილ დიპლომატს დევიდ კრამერის დაუპირისპირდა.  კონფერენციაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ჟურნალისტი ადგილიდან გაიყვანა. ორგანიზატორებმა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს პარლამენტის წევრსაც.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics