11:53 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 11:38:13, 1450 ნახვა

პოლიტიკა
Deutsche Welle-მ გიორგი გახარიას შესახებ სტატია ჩაასწორა

„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა

სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“, დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.

გიორგი გახარია, რომელსაც ოპოზიციამ ადრე „მოსკოვის კაცის“ იარლიყი მიაკრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. მას აბრალებენ ანტი-სამთავრობო პროტესტის ძალადობრივი დარბევის ორკესტრირებას, რომლის მონაწილეთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ.

საქართველოს პარლამენტმა კვირას წინააღმდეგობრივი ფიგურა დანიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თბილისში გამოწვეული საპროტესტო მოვლენების შემდეგ. 98 კანონმდებელი მომხრე იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია  გამხდარიყო მთავრობის მეთაური, ხოლო ოპოზიციამ - რომელმაც მას „მოსკოვის კაცის“ იარლიყი მიაკრა - კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა.

გახარიას ფართო მასებში მიიჩნევენ ივნისის თვეში საქართველოს ანტი-სამთავრობო პროტესტის ძალადობრივი დაშლის მთავარ არქიტექტორად.

პროტესტი გამოიწვია რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრის სიტყვით მიმართვამ მისივე მშობლიურ რუსულ ენაზე საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან. 

თუმცა გახარია ოპოზიციის პრეტენზიების უარყოფას ცდილობდა. მოსკოვთან მჭიდრო კავშირების საპირწონედ ის აპელირებდა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემა, გამოწვევაა და ბოროტებაა“ განაცხადა გახარიამ.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების განზომილების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ქვეყნის პრო-დასავლური ორიენტაცია ისევე, როგორც ევროპული  და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია... შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს თანამშრომლობას საზღვარი არ გააჩნია“ დასძინა გახარიამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics