|
2015-07-12 19:21:34, 604 ნახვა
საზოგადოება
ბერლინში, თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
ბერლინში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, საოპეროხელოვნების ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, ბერლინის ცნობილ ეკლესიაში Passionskirche, კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტიდან შემოსული თანხა 13 ივნისის თბილისის სტიქიის დახმარების ფონდში გადაირიცხება. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ ქართველი შემსრულებლები: გიორგი გაგნიძე, ნინო სურგულაძე, ნიკოლოზ რაჭველი, დუდანა მაზმანიშვილი. კონცერტზე შესრულდა არიები კლასიკური საოპერო ნაწარმოებებიდან. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ. მან კონცერტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სოლიდარობისთვის. კონცერტის დასასრულს სცენაზე ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ავიდა, რომელიც ასევე მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს. საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდნენ ბერლინში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბერლინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის სამინისტროსა და კანცლერის ოფისის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს გერმანელი მეგობრები და ქართული დიასპორის წევრები.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)