11:53 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 14:22:54, 2198 ნახვა

პოლიტიკა
გახარია კობერიძეს: მირჩევნია ჯარიმა გადავიხადო, ვიდრე ბოდიში მოგიხადოთ

 „ბატონო ლევან არც მიფიქრია თქვენთვის ბოდიშის მოხდა, მირჩევნია ჯარიმა გადავიხადო, ვიდრე თქვენ მოგიხადოთ“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია  პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან კობერიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას გამოსვლა მოსაწყენია და ის შეკითხვებს გაურბის.

ამასთან, მისივე განმარტებით,  პრემიერობის კანდიდატის გამოსვლაში „სიყალბე და პოპულიზმი იგრძნობოდა“.

„თქვენ კითხვებს გაურბიხართ. მოსამართლეებზე გკითხეს და ბიუროკრატიაზე გადახვედით, ეხლა მაგათ გმირად გინდათ თავი წარმოაჩინოთ, რომ როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი თუ დაგამტკიცებენ, საშუალო ბიუროკრატიის მხედართმთავარი იქნებით. იგრძნობა ეს ყველაფერი, სიყალბეც იგრძნობა საუბარში, რა არის პოპულიზმი ისიც იგრძნობა და მინდა გითხრათ, რომ თქვენი გამოსვლა დღეს ძალიან მოსაწყენი იყო. ბევრი ეცადეთ, რომ თითქოს რაღაც აქცენტები გაგეკეთებინათ, მაგრამ გაურბიხართ პასუხებს, პირველ რიგში კანონებიდან გამომდინარე. თქვენ ჩემს კითხვაზე მიპასუხეთ, რომ აღიარეთ, თქვენი შეცდომების აღიარებისთვის კი არ გამოვაგზავნე მე ის წერილი და თქვენი ბოდიშისთვის, კანონი განმარტავს იმას, რომ თქვენ უნდა უპასუხოთ დეპუტატს. მე არა, დეპუტატის შეკითხვას“, - მიმართა კობერიძემ გიორგი გახარიას.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics