|
2019-09-06 18:19:38, 4926 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტო პროგრამის „კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“ განხორციელებას იწყებს
აჭარის დასაქმების სააგენტო მიზნობრივი პროგრამის ,,კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“ განხორციელებას იწყებს. პროგრამის პრეზენტაცია სასტუმრო "ჰილტონში" გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, ნინო ნიჟარაძე და ზურაბ თენიშვილი ესწრებოდნენ. პროგრამა გულისხმობს ბიზნეს სექტორში დასაქმებული 70 პირისათვის უნარ ჩვევების ამაღლებას შემდეგი მიმართულებით: ▶️ შრომისა და პროფესიული უსაფრთხოების სტანდარტები აუდიტორებისთვის ▶️ ანალიზისა და აუდიტის განხორციელება- შრომისა და პროფესიული უსაფრთხოების დაცვის კუთხით ▶️ მარკეტინგი და გაყიდვები ▶️ ადამიანური რესურსების მართვა ▶️ პროექტის ციკლის მართვა ▶️ სოციალური მედია მარკეტინგი ▶️ მევენახეობა ტრენინგის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მასტერკლასებს შემდეგი მიმართულებით: ▶️ ქართული სამზარეულოს ევროპულად წარდგენა ▶️ რესტორნის მენეჯმენტი ▶️ ყავის ხელოვნების სკოლა. პრეზენტაციას სხვადასხვა კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)