|
2019-09-06 11:13:50, 3206 ნახვა
რეგიონი
აჭარაში შშმ სტატუსის განსაზღვრის ახალი პილოტი ინერგება
„სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში“ - პროექტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აჭარაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად იუსაიდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს სოციალური მოდელის პილოტს აჭარის რეგიონში. პილოტის პროცესში აჭარაში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმსაზღვრელი 6 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. თითოეული დაწესებულებიდან პროექტში მონაწილეობს 1 ექიმი. პროექტის ფარგლებში ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მქონე ადამიანის ან მაძიებელი პირის სოციალური საჭიროების და ფუნქციონირების შეფასება - სოციალური მოდელის მიხედვით. მსგავსი შეფასება ადგენს როგორ უშლის ხელს პირს ფუქნციონირებაში საკუთარი დიაგნოზი. პილოტი 2019 წლის 8 აპრილს დაიწყო. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. პროექტის პარტნიორია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)