|
2015-07-11 10:42:49, 568 ნახვა
საზოგადოება
გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ერთობლივი სასწავლო აქტივობების ციკლი დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით ერთობლივი სასწავლო აქტივობების ციკლი დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები სამივე სისტემის თანამშრომლებისათვის ევროკომისიისგან მიღებული რეკომენდაციების გაცნობას ითვალისწინებს. შეხვედრების ფორმატში, პროკურორები და გამომძიებლები ძირითადად გაეცნობიან სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის, ინტერპოლთან თანამშრომლობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ მექანიზმებს. დაგეგმილ შეხვედრებში მომხსენებლები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლები. სასწავლო აქტივობა ბათუმში გაიმართა და მიმდინარე თვის ბოლომდე მთელი ქვეყნის მაშსტაბით განხორციელდება. საგამოძიებო უწყებებს შორის ერთობლივი ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების განხორციელება ხელს უწყობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და უწყებებს შორის კოორდინაციის ზრდას. შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, ანალოგიური ერთობლივი სასწავლო აქტივობების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)