|
2015-07-10 18:34:05, 700 ნახვა
საზოგადოება
გიორგი აბაშიშვილი სემე-კის წევრობის კანდიდატებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი სემეკ-ის წევრობის კანდიდატებს შეხვდა. პრეზიდენტის მრჩეველმა სემეკის ვაკანტურ თანამდებობებზე კომისიის წევრობის კანდიდატებს იმ პროცესზე ესაუბრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიწყო და სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევას ითვალისწინებს. „ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. კანდიდატების შერჩევისას, აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან ექსპერტები და ამ დარგის სპეციალისტები. დაახლოებით ერთი თვეა რაც პროცესი მიმდინარეობს და დღეს შევხვდით ოცდაათზე მეტ კანდიდატს, რომლებსაც სურთ სემეკ-ის წევრობა. გავაცანით მიმდინარე პროცესი თუ როგორ მოხდება კანდიდატების შერჩევა. ეს პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა, ყველა მსურველს შეეძლო ნომინირებული ყოფილიყო წევრობის კანდიდატად. გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატების რაოდენობა არის უპრეცედენტოდ მაღალი და გრძელდება კონსულტაციები ექსპერტებთან, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს.“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ორი წევრის პოსტია ვაკანტური. გარდა ამისა, ერთ წევრს ვადა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ეწურება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)