22:16 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 17:32:17, 1461 ნახვა

რეგიონი
შუბანში მეწყერული პროცესები განვითარდა

შუახევი-შუბნის საავტომობილო გზის ყურთისონის მონაკვეთსა და სოფელ ერდვათის შიდა სასოფლო გზაზე ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

პროცესებს ადგილზე მერის წარმომადგენელი შუბნის ადმინისტრაციულ ერთეულსა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის შუახევის განყოფილების წარმომადგენლები აკვირდებიან.

ამ დროისთვის, სოფელ კობალთის შიდა სასოფლო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. კობალთაში მეწყერთან ერთად, სეტყვამ  სასოფლო სამეურნეო სავარგულებიც დააზიანა.

ჭარბი ატმოსფერული ნალექის  შედეგად შუბნის თეში სტიქიური მოვლენები განვითარდა. კობალთაში  სოფლის თავზე ჩამოწოლილმა წუმპოს მთამ, მიწის მასისა და ნიაღვარის ჩამოდინება გამოიწვია, რამაც სოფლის შიდა და შუახევი - შუბნის საავტომობილო გზის ყურთისონის მონაკვეთი ჩაკეტა. მეწყერი ჩამოწვა ერდვათშიც.

სამუშაოები უწყეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics